ცოცხალი ლაბორატორიის გახსნითი ღონისძიება

გაცნობებთ, რომ 25 მაისს იხსნება ცოცხალი ლაბორატორია-მწვანე სამეზობლო.
შემოგვიერთდით პროექტის გახსნით ღონისძიებაზე რომელიც 25 მაისს 17:00 საათზე გაიმართება. გახსნითი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა. შეხვედრა დაიწყება 35-ე საჯარო სკოლაში (მისამართი: პ. ქავთარაძის 39), სადაც სამუშაო ჯგუფი საზოგადოებას პროექტის მიზნებს, ამოცანებსა და დაგეგმილ აქტივობებს გააცნობს. 
პროექტის წარდგენის შემდეგ, მონაწილეები ერთად დაათვალიერებენ უბანს და ცოცხალი ლაბორატორიის ოფისს, რომელიც პროექტის მსვლელობის მანძილზე უბანში იქნება გახსნილი და კვირაში ორი დღის განმავლობაში სტუმრებს უმასპინძლებს. (გვიპოვეთ რუკაზე)

ჩვენი სამუშაო საათებია: ოთხშაბათი: 17:00-20:00 შაბათი: 11:00-14:00