ახალი ამბები

  • Illustration

    საზოგადოებრივი სივრცე ტრანსფორმაციში

    გაეცანით უახლეს ფოტოებს!

  • Illustration

    სამეზობლოს ტრანსფორმაცია: ცვლილებები სარეკრეაციო სივრცეში

    ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის N2 კორპუსის მიმდებარე სივრცეში სტუდენტებმა ტაქტიკური ურბანიზმის პრინციპით შექმნილი პროექტები გააცოცხლეს. სტუდენტური ვორქშოპის დასრულების შემდგომ ჩვენ ვაკვირდებით თუ როგორ იცვლება სივრცე დროსთან ერთად.

  • Illustration

    სტუდენტური ვორქშოპის დასკვნითი ღონისძიება: სამეზობლოს ტრანსფორმაცია

    6 ოქტომბერს, სტუდენტური ვორქშოპის წარმატებით დასრულება ერთად აღვნიშნეთ დასკვნითი საზოგადოებრივი ღონისძიებით. ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის N2 კორპუსის მიმდებარე სივრცეში სტუდენტებმა რეალობად აქციეს მათ მიერ შექმნილი ტაქტიკური ურბანიზმის კონცეფციური პროექტები. მანამდე ქაოსურ საპარკინგე ადგილად ქცეულმა სივრცემ გასაოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და იქცა განსატვირთ სარეკრეაციო ზონად.

  • Illustration

    მოსაწვევი: სტუდენტური პროექტის პრეზენტაცია

    ცოცხალი ლაბორატორია 27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე მასპინძლობს საერთაშორისო სტუდენტურ ვორქშოპს. ღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიის სტუდენტები მუშაობენ ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში #98/2 კორპუსის მიმდებარედ ღია სივრცის გარდაქმნის საკითხზე. 

  • Illustration

    საერთაშორისო სტუდენტური ვორქშოპი

    2024 წლის 27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ცოცხალი ლაბორატორია უმასპინძლებს საერთაშორისო სტუდენტურ ვორქშოპს. ღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიის სტუდენტები იმუშავებენ ვაჟა-ფშაველას #2 კორპუსის მიმდებარედ ღია სივრცის გარდაქმნის საკითხზე. 

  • Illustration

    მობილობის ევროპული კვირეული

    21 სექტემბერს ცოცხალი ლაბორატორიის გუნდმა მონაწილეობა მიიღო მობილობის ევროპულ კვირეულში. ღონისძიება ყოველწლიურად, თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება. მობილობის ევროპული კვირეული არის კამპანია, რომელიც სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

  • Illustration

    დაკვირვებისა და გამოკითხვის შედეგები

    7 სექტემბერს ცოცხალი ლაბორატორიის ოფისში გაიმართა ვაჟა-ფშაველას #2 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სივრცეზე დაკვირვების და მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია. ახლა კვლევის შედეგები ელექტრონულადაც არის ხელმისაწვდომი. გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულებზე, 

  • Illustration

    ყურადღება!

    აგვისტოში ცოცხალი ლაბორატორიის ოფისი შეზღუდული გრაფიკით იმუშავებს. ჩვენი სივრცე სტუმრებისთვის ღია იქნება 7, 14 და 21 აგვისტოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე. სექტემბრიდან განახლებული ძალებითა და ახალი ღონისძიებებით დაგიბრუნდებით. მანამდე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენ ვებგვერდს, მოიწონოთ ჩვენი ინსტაგრამ გვერდი და მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე. 

  • Illustration

    მწვანე სივრცედ გარდაქმნის შესაძლებლობები

    ივლისის ბოლოს ცოცხალი ლაბორატორიის გუნდმა იკვლია ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალი #2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია და მისი მწვანე სივრცედ გარდაქმნის შესაძლებლობები. მოხალისე სტუდენტების დახმარებით ვაკვირდებოდით სივრცეში მანქანების განლაგებას; 

  • Illustration

    გმადლობთ დღის გაფერადებისთვის!

    27 ივლისს, 12:00 საათზე ცოცხალი ლაბორატორიის ოფისი ძვირფას სტუმრებს ელოდა. ჩვენ სამეზობლოს პატარებისთვის უნდა გვემასპინძლა! საინტერესო ნამუშევრების შესაქმნელად ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, პასტელები და ფურცლები უკვე მომარაგებული გვქონდა. 

  • Illustration

    26 ივლისის ღონისძიება

    26 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე ჩვენ გუნდსაც ჰქონდა სივრცე დათმობილი. დამთვალიერებლებს მოვუყევით ცოცხალი ლაბორატორიის პროექტის შესახებ და მათთან ერთად ვიმსჯელეთ ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის დადებით მხარეებსა და გამოწვევებზე.  

  • Illustration

    ვაკე ფასადებს მიღმასტუდენტური ნამუშევრების გამოფენა

    17 ივნისს ცოცხალი ლაბორატორიის ოფისმა უმასპინძლა სტუდენტური ნამუშევრების გამოფენას „ვაკე ფასადებს მიღმა“.

  • Illustration

    მადლობა საინტერესო დისკუსიისთვის!

    28 ივნისს ჩვენს ლაბორატორიაში მრგვალი მაგიდა გაიმართა. მოსახლეობასა და პროფესიონალებთან ერთად ვისაუბრეთ ვაჟა-ფშაველას უბნის ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე. 

  • Illustration

    უბანში გასეირნება საინტერესო აღმოჩნდა!

    22 ივნისს გარემოს სპეციალისტ არსენ ბახიასთან ერთად ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის მწვანე და ღია სივრცეები დავათვალიერეთ. ექსკურსია ჩვენს ოფისთან დაიწყო, სადაც სამეზობლოს წევრებმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, არქიტექტორებმა, ურბანისტებმა და გარემოს სპეციალისტებმა მოვიყარეთ თავი. 

  • Illustration

    ჩვენი კარი ღიაა!

    ცოცხალი ლაბორატორია საზოგადოებისთვის გაიხსნა! გახსნითი ღონისძიება 25 მაისს, 35-ე სკოლაში მცირე პრეზენტაციით დაიწყო. პროექტის გუნდის წევრებმა მონაწილეებს პროექტის მიზნები, მეთოდები და პროგრამა გავაცანით. სამეზობლოში გასეირნების შემდეგ კი დისკუსია ჩვენს ახლად გახსნილ ოფისში განვაგრძეთ.

  • Illustration

    ცოცხალი ლაბორატორიის გახსნითი ღონისძიება

    გაცნობებთ, რომ 25 მაისს იხსნება ცოცხალი ლაბორატორია-მწვანე სამეზობლო.