ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალი თბილისი
გვინდა გამოცდილებების რუკები თქვენთან საკომუნიკაციოდ გამოვიყენოთ. საცხოვრებელ გარემოზე თქვენი მოსაზრებების გაზიარებით ჩვენ მივხვდებით თუ როგორ იყენებთ სამეზობლოს ყოველდღიურად. ჩვენ შეგვიძლია ერთად დავიწყოთ საუბარი და ვიპოვოთ გამოსავალი თუ როგორ გავაუმჯობესოთ არსებული პრობლემები.
გთხოვთ დახატოთ ან დაწეროთ რუკაზე თუ რა მოგწონთ თქვენ სიახლოვეს. რუკაზე მუშაობა შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი საცხოვრებელი ადგილის მონიშვნით, გაგვიზიაროთ თქვენი საყვარელი ადგილები და გვაჩვენოთ როგორ შეიძლება მათი გაუმჯობესება.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენ იდეებს. გვაინტერესებს ერთმანეთს თუ დაემთხვევა თქვენი - მაცხოვრებლების მოსაზრებები. ჩვენ შევაგროვებთ თქვენ შემოთავაზებებს, დავამუშავებთ მათ ჩვენს ოფისში გამოფენაზე წარმოსადგენად.
ამ გზით ჩვენ ერთად გადავწყვეტთ რომელი არეალი უნდა შეიცვალოს უბანში და როგორ შეიძლება ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც თქვენ დაასახელეთ.
რუკა შეგიძლიათ თავად ამობეჭდოთ სახლში ვებ-გვერდიდან ან თუ ოფისში მობრძანდებით, მოხარული ვიქნები ჩვენ მოგაწოდოთ უკვე ამობეჭდილი ვერსია.