მწვანე სამეზობლო

თბილისის ცოცხალი ლაბორატორია; ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-6 კვარტალი

ახალი ამბები

20 სექტემბერს „მწვანე სამეზობლო - თბილისის ცოცხალი ლაბორატორიის“ გუნდმა ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში ბავშვებისთვის პატარა ღონისძიება გამართა ან ჩაატარა სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ.



ახალი ამბები

ერთად ვიზრუნოთ მცენარეებზე!გიყვარს მცენარეები, ხატვა და სასუსნავები? ხარ ბაღის ან სკოლის მოსწავლე? მაშინ ეს ღონისძიება შენთვის არის! შემოგვიერთდი 20 სექტემბერს, 16:00 საათზე ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის მე-2 კორპუსის უკან არსებულ სკვერში.


ახალი ამბები

ჩვენი პროექტის სხვადასხვა აქტივობების განხორციელება სტუდენტების აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ილიას უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების როლი...

ახალი ამბები

21 ივლისს „მწვანე სამეზობლო - თბილისის ცოცხალი ლაბორატორიის“ კვლევითმა ჯგუფმა ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში ლაიფციგისა და ილიას უნივერსიტეტების ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეებს უმასპინძლა.

მწვანე სამეზობლო

თბილისის ცოცხალი ლაბორატორია; ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-6 კვარტალი


სამეზობლოს ტრანსფორმაცია: ცვლილებები სარეკრეაციო სივრცეში
სტუდენტური ვორქშოპის დასრულების შემდგომ ჩვენ ვაკვირდებით თუ როგორ იცვლება სივრცე დროსთან ერთად.


თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში, 25 მაისიდან 28 ოქტომბრამდე გაიხსნება
"ცოცხალი ლაბორატორია - მწვანე სამეზობლო“
გვეწვიეთ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, ჩივილები, სურვილები!
ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის!

მწვანე სამეზობლო

თბილისის ცოცხალი ლაბორატორია; ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-6 კვარტალი


სამეზობლოს ტრანსფორმაცია: ცვლილებები სარეკრეაციო სივრცეში
სტუდენტური ვორქშოპის დასრულების შემდგომ ჩვენ ვაკვირდებით თუ როგორ იცვლება სივრცე დროსთან ერთად..

მწვანე სამეზობლო

თბილისის ცოცხალი ლაბორატორია; ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-6 კვარტალი


სამეზობლოს ტრანსფორმაცია: ცვლილებები სარეკრეაციო სივრცეში
სტუდენტური ვორქშოპის დასრულების შემდგომ ჩვენ ვაკვირდებით თუ როგორ იცვლება სივრცე დროსთან ერთად.

25 მაისიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში გაიხსნება ცოცხალი ლაბორატორია „მწვანე სამეზობლო.“

ცოცხალი ლაბორატორია ექსპერიმენტული დიალოგის ერთგვარი ფორმატია მეცნიერებსა და მაცხოვრებლებს შორის, რომელიც მიზნად ისახავს სამეზობლოს განვითარებისთვის იდეების შემუშავებას, მწვანე და ღია სივრცეებზე ყურადღების გამახვილებით. როგორ შევქმნათ უკეთესი ურბანული გარემო, სადაც იქნება სივრცეები შეხვედრისთვის, აქტიური გართობისა და დასვენებისთვის? სამეზობლოში ლაბორატორიის დროებითი ოფისი განთავსდება. აქ მოეწყობა რამდენიმე ღონისძიება, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ ერთმანეთს გაუზიარონ პრობლემები და მოთხოვნები, განიხილონ შესაძლებლობები და გამოთქვან თავიანთი იდეები უბნის მდგრადი, მწვანე ტრანსფორმაციისთვის.


დამატებითი კითხვისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე - moc.liamg%40isilibt.balgnivil