უბანში გასეირნება საინტერესო აღმოჩნდა!
22 ივნისს გარემოს სპეციალისტ არსენ ბახიასთან ერთად ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის მწვანე და ღია სივრცეები დავათვალიერეთ. ექსკურსია ჩვენს ოფისთან დაიწყო, სადაც სამეზობლოს წევრებმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, არქიტექტორებმა, ურბანისტებმა და გარემოს სპეციალისტებმა მოვიყარეთ თავი.
მეზობლების ინიციატივით დავათვალიერეთ სივრცეები სპორტული მოედნისა და ახლადმოწყობილი სკვერის სიახლოვეს. ერთად ვიმსჯელეთ მათ გამოწვევებსა და გაუმჯობესების გზებზე. შეხვედრა ჩვენს საველე ოფისში გავაგრძელეთ, სადაც ხემსის თანხლებით, არაფორმალურ გარემოში ვიმსჯელეთ შემდგომ ნაბიჯებზე.
ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი - მრგვალი მაგიდა/დისკუსია, ბავშვებისთვის ხატვის ვორქშოპი და სხვა. შემოგვიერთდით და ერთიანი ძალებით გავაუმჯობესოთ ეს მშვენიერი სამეზობლო. მოდით ერთად შევქმნათ პირველი სამაგალითო მწვანე სამეზობლო (superblock), რომელიც მისაბაძი მაგალითი იქნება როგორც თბილისისა და საქართველოს სხვა უბნებისთვის, ასევე მსოფლიოს სხვა ქალაქებისთვის!