განვიხილოთ ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალი!

დისკუსია კვარტლის ძლიერ/სუსტ მხარეებსა და შესაძლებლობებზე
28 ივნისს, 19:00 საათზე შემოგვიერთდით ცოცხალი ლაბორატორიის ოფისში, სადაც გაიმართება დისკუსია ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის თაობაზე. მაცხოვრებლებთან, ურბანისტებთან და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელებთ კვარტლის ღია და მწვანე სივრცეების ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ასევე, გაუმჯობესების გზებზე. გვეწვიეთ და გაგვიზიარეთ რა მოგწონთ თქვენ უბანში? რას შეინარჩუნებდით? რას და როგორ შეცვლიდით?
28 ივნისი, 19:00 საათი
ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალი, #5 და #20 კორპუსების მიმდებარედ, ცოცხალი ლაბორატორიის ოფისი