მობილობის ევროპული კვირეული

21 სექტემბერს ცოცხალი ლაბორატორიის გუნდმა მონაწილეობა მიიღო მობილობის ევროპულ კვირეულში. ღონისძიება ყოველწლიურად, თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება. მობილობის ევროპული კვირეული არის კამპანია, რომელიც სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 
მიცკევიჩის ქუჩაზე მოსულ სტუმრებს, უბნის მაცხოვრებლებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი პროექტი; ვისაუბრეთ სუპერბლოკის როგორც მდგრადი მობილობის ერთ-ერთ ხელშემწყობ ინსტრუმენტზე. 

მობილობის ევროპული კვირეული კიდევ ერთი კარგი საშუალება აღმოჩნდა ჩვენი პროექტის ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად.