მოკლე პრეზენტაცია საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სტუდენტებისთვის

21 ივლისს „მწვანე სამეზობლო - თბილისის ცოცხალი ლაბორატორიის“ კვლევითმა ჯგუფმა ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში ლაიფციგისა და ილიას უნივერსიტეტების ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „ტრანსნაციონალური მომავალი: (არა)სამართლიანი მწვანე ტრანსფორმაციები პოსტსოციალისტურ სივრცეში“ (The Transnational Futures: Exploring (Un)Just Green Transformations in Post-Socialist Contexts (PostGreen) მონაწილეებს უმასპინძლა. 
ჩვენი ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, გაწეულ სამუშაოზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. საზაფხულო სკოლის მონაწილეებთან ერთად ასევე, ვიმსჯელეთ ადგილობრივი ინიციატივების მნიშვნელობაზე მწვანე ურბანული სივრცის გაუმჯობესების პროცესში.