ერთად ვიზრუნოთ მცენარეებზე!
გიყვარს მცენარეები, ხატვა და სასუსნავები? ხარ ბაღის ან სკოლის მოსწავლე? მაშინ ეს ღონისძიება შენთვის არის! შემოგვიერთდი 20 სექტემბერს, 16:00 საათზე ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის მე-2 კორპუსის უკან არსებულ სკვერში. აქ დაგხვდება მცენარეები, რომლებიც შენ ზრუნვას ელიან. „მწვანე სამეზობლოს“ პროექტის გუნდის წევრები დაგეხმარებით მცენარეების ქოთნებში ჩარგვაში და მოგიყვებით როგორ მოუარო მათ. სახატავ კუთხეში ნამუშევრების შექმნასაც შეძლებ და თუ წახემსება მოგინდა, სასუსნავებიც იქვე იქნება.
ცხადია მშობლებსაც სიამოვნებით ვუმასპინძლებთ 😉
ადგილის ბმული რუკაზე: https://maps.app.goo.gl/QhervA7yEFdpmyfk6