ერთად ვიზრუნოთ მცენარეებზე!

20 სექტემბერს „მწვანე სამეზობლო - თბილისის ცოცხალი ლაბორატორიის“ გუნდმა ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში ბავშვებისთვის პატარა ღონისძიება გამართა ან ჩაატარა სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ. მათ საკუთარი ხელით დარგეს მცენარეები და სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
პარალელურად, ვორქშოფის ფარგლებში მოსახლეობასთან ვისაუბრეთ, როგორ გამოიყენება ეს სივრცე დღეს, რა საჭიროებები არსებობს და როგორ შეიძლება მისი განვითარება მომავალში. მოვისმინეთ განსხვავებული მოსაზრებები სივრცის შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
მადლობა ყველა მონაწილეს ჩართულობისა და საინტერესო იდეებისთვის.