„მწვანე სამეზობლოს“ კვლევა საერთაშორისო კონფერენციაზე -Modernism Revisited 2026

2026 წლის 21–23 ოქტომბერს, სლოვაკეთის ქალაქ ტრენჩინში, ევროპის კულტურის დედაქალაქის — Trenčín 2026-ის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „Modernism Revisited: Typology – Topography – Strategy“ („მოდერნიზმის გადააზრება: ტიპოლოგია – ტოპოგრაფია – სტრატეგია“).
მკვლევრებმა, არქიტექტორებმა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს სპეციალისტებმა განიხილეს მოდერნიზმის მემკვიდრეობა და მის ტრანსფორმაციის გამოწვევები თანამედროვე სოციალურ, გარემოსდაცვით და ურბანულ კონტექსტში.
საცხოვრებელი გარემოსადმი მიძღვნილ სესიაზე კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (KIT) მკვლევარმა და „მწვანე სამეზობლოს“ გუნდის წევრმა, ეკატერინა გლადკოვამ, წარადგინა წიგნი „Open Spaces in Large Housing Estates: The Green Superblock in Tbilisi“ რომელიც ბარბარა ენგელის (KIT) და ნიკოლას როგეს (KIT) რედაქტორობით გამოიცა.
წარმოდგენილი კვლევა ეხებოდა საბჭოთა პერიოდის მსხვილ საცხოვრებელ უბნებში საჯარო, ღია სივრცეების მნიშვნელობას, მათ სივრცით ტიპოლოგიებსა და ამჟამინდელ ცვლილებებს. როგორც სანიმუშო მაგალითი განხილული იყო თბილისის „მწვანე სამეზობლო“ რათა კიდევ ერთხელ გაგვეანალიზებინა მოდერნისტული საცხოვრებელი გარემოს თავისებურებები და მდგრადი ურბანული სივრცეების განვითარების შესაძლებლობები.
სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდება კონფერენციის მასალების კრებულში.
დამატებითი ინფორმაცია:https://www.modernismrevisited2026.com/
23.10.2026