საერთაშორისო სტუდენტური ვორქშოპი და სამეზობლოსთან შეხვედრა
2026 წლის 19-25 ნოემბრის ჩათვლით, თბილისში საერთაშორისო სტუდენტური ვორქშოპი გაიმართება. მასში მონაწილეობას კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები მიიღებენ.
სტუდენტები შეისწავლიან ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის სივრცით, სოციალურ და კულტურულ კონტექსტს და ჯგუფურად შეიმუშავებენ უბნის ღია და საჯარო სივრცეების მდგრადი და მედეგი განვითარების სცენარებს.
იდეების შემუშავების შუალედურ ეტაპზე დაგეგმილა სამეზობლოსთან შეხვედრა. ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას სტუდენტები უბნის განვითარების წინასწარულ ხედვებს წარუდგენენ და მოისმენენ მათ კომენტარებასა და მოსაზრებებს.
შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი იდეები უბნის გაუმჯობესების შესახებ!
ყავას და გემრიელობებს ჩვენ დაგახვედრებთ!
თარიღი: 22 ნოემბერი
დრო: 14:00 საათი
ადგილი: ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალი, #2 კორპუსის მიმდებარედ
ადგილის ბმული რუკაზე: https://maps.app.goo.gl/QhervA7yEFdpmyfk6