მოსაწვევი: სტუდენტური პროექტის პრეზენტაცია
ცოცხალი ლაბორატორია 27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე მასპინძლობს საერთაშორისო სტუდენტურ ვორქშოპს. ღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიის სტუდენტები მუშაობენ ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში #98/2 კორპუსის მიმდებარედ ღია სივრცის გარდაქმნის საკითხზე.
სტუდენტებმა უკვე შეიმუშავეს საჯარო სივრცის მოწყობის ერთიან კონცეფცია და მცირე საპარკო ელემენტების დიზაინი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 30 სექტემბერს წარუდგინეს. ამჟამად სტუდენტები ადგილზე ფიზიკურად მუშაობენ და ამზადებენ სივრცეს ცვლილებებისთვის.
მსგავსი აქტივობა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს მიტოვებული და გამოუყენებელი ადგილების სარეკრეაციო პოტენციალი და ხელი შეუწყოს მოცემული არეალის პერმანენტულ გარდაქმნას საჯარო სივრცედ.5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას #98/2 კორპუსის მიმდებარედ, ღია სივრცეში გაიმართება ვორქშოპის საბოლოო შედეგის პრეზენტაცია. გელოდებით ყველას!
როდის: 5 ოქტომბერი, 16:00 საათი
მისამართი: ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალი, ვაჟა-ფშაველას #98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცე.
გვიპოვეთ რუკაზე