სტუდენტური ვორქშოპის დასკვნითი ღონისძიება: სამეზობლოს ტრანსფორმაცია
6 ოქტომბერს, სტუდენტური ვორქშოპის წარმატებით დასრულება ერთად აღვნიშნეთ დასკვნითი საზოგადოებრივი ღონისძიებით. ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის N2 კორპუსის მიმდებარე სივრცეში სტუდენტებმა რეალობად აქციეს მათ მიერ შექმნილი ტაქტიკური ურბანიზმის კონცეფციური პროექტები. მანამდე ქაოსურ საპარკინგე ადგილად ქცეულმა სივრცემ გასაოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და იქცა განსატვირთ სარეკრეაციო ზონად.
ახლა მოცემულ ტერიტორიაზე განთავსებულია საზოგადოებრივი მაგიდა, სათამაშო ელემენტები ბავშვებისთვისა და უფროსებისთვის, ასევე დამატებულია ახალი გამწვანება. სტუდენტებთან ერთად ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ სივრცის გააზრებულ ორგანიზებასა და ახალი ფუნქციური დანიშნულებების დამატებაზე.
მადლობას ვუხდით დასკვნითი ღონისძიების თითოეულ სტუმარს საზოგადოებრივი სივრცის განახლების პროცესში საკუთარი შთაბეჭდილებებისა და იდეების გაზიარებისთვის. განსაკუთრებული მადლობა აქტიურ მაცხოვრებლებს, რომლებმაც საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს მოვლა შენარჩუნებისთვის მცენარეებისა და სივრცეში განთავსებული ავეჯის.