სამეზობლოს ტრანსფორმაცია: ცვლილებები სარეკრეაციო სივრცეში

ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის N2 კორპუსის მიმდებარე სივრცეში სტუდენტებმა ტაქტიკური ურბანიზმის პრინციპით შექმნილი პროექტები გააცოცხლეს. სტუდენტური ვორქშოპის დასრულების შემდგომ ჩვენ ვაკვირდებით თუ როგორ იცვლება სივრცე დროსთან ერთად.

სივრცეში ნელ-ნელა გამოჩნდნენ ახალი მცენარეები და ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს მათზე ეზრუნათ. მანამდე ქაოსურ საპარკინგე ადგილად ქცეულმა სივრცემაც განიცადა ტრანსფორმაცია. სამეზობლომ საკუთარი სურვილით ჩაკეტა პარკის შესასვლელი მანქანებისთვის. ამ დროისათვის, სივრცეში ღამის განმავლობაში მაცხოვრებელთა მხოლოდ რამდენიმე მანქანა ჩერდება.

ტერიტორიაზე განთავსებული ავეჯი და სათამაშო ზონები დაუზიანებელია, პარკის სტუმრები უფთხილდებიან თითოეულ ელემენტს.

ჩვენ კვლავ განვაგრძობთ დაკვირვებას.