სარეკრეაციო სივრცე გარდაქმნას აგრძელებს
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც, სტუდენტებმა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, მანქანებით მოკავებული სივრცე გარდაქმნეს. ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში, #2 კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი საჯარო სივრცე სახეცვლილი ფორმით კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანები სივრცის მოკავებას კვლავაც ცდილობენ, ხოლო მცენარეების მორწყვა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, სივრცე კვლავაც აქტიურად არის გამწვანებული. ადგილობრივი სამეზობლოს ზრუნვის შედეგად აქ ახალი მცენარეები დაირგა. ხვიარა მცენარეების, ვარდებისა და სუკულენტების გვერდით, ბაღში ახლა პომიდვრის ბუჩქებიც ხარობს.
ცოცხალი ლაბორატორიის გუნდი აგრძელებს ამ მწვანე სივრცეზე დაკვირვებასა და განვითარებაზე ზრუნვას.