მადლობა 28 ივნისის საინტერესო დისკუსიისთვის!
28 ივნისს ჩვენს ლაბორატორიაში მრგვალი მაგიდა გაიმართა. მოსახლეობასა და პროფესიონალებთან ერთად ვისაუბრეთ ვაჟა-ფშაველას უბნის ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე. შევთანხმდით, რომ გამწვანებული ადგილები და არსებული ზომიერი სიმჭიდროვე დიდი პლუსია, რომელიც უნდა შენარჩუნდეს. გარდა ამისა, საჭიროა ღია სივრცეების რეორგანიზაცია. მაგალითად სტადიონი უფრო მეტი ხალხისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, საჭიროა კარგი საფეხმავლო და საველოსიპედო ქსელის, ასევე სამეზობლო სივრცეების შექმნა, რაც უფრო გაამყარებს სამეზობლოს ერთიანობას. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ფასეული მოსაზრებებისა და კომენტარებისთვის!