მწვანე სივრცედ გარდაქმნის შესაძლებლობები
ივლისის ბოლოს ცოცხალი ლაბორატორიის გუნდმა იკვლია ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალი #2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია და მისი მწვანე სივრცედ გარდაქმნის შესაძლებლობები. მოხალისე სტუდენტების დახმარებით ვაკვირდებოდით სივრცეში მანქანების განლაგებას; გავესაუბრეთ და გამოვკითხეთ მეზობლები. სექტემბერში დაგიბრუნდებით კვლევის შედეგებითა და სხვა სიახლეებით.
კვლევის პროცესში გაწეული დახმარებისათვის განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებს: მარი ზედელაშვილს, მარინე ილურიძეს, სალომე ხუბაშვილსა და მარიამ ცუცქირიძეს.