შეხვედრა

24 მარტს,  მირზა გელოვანის სახელობის თბილისის ბიბლიოთეკისფილიალში  გაიმართა თბილისის  ცოცხალი ლაბორატორიის  „მწვანესამეზობლოს“  მიერ ორგანიზებული  შეხვედრა.  შეხვდრა მიზნადისახავდა თბილისში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ცოცხალილაბორატორიების გამოცდილებების გაზიარებას.
შეხვედრის  პირველ ნაწილში  თბილისის  ცოცხალი ლაბორატორიის  პროექტის გუნდის წევრებმა შეაჯამეს ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში გაწეული საქმიანობა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. მეორე ნაწილი დაეთმო  კომპანია  ბაუ დიზაინის პროექტის მიმოხილვას,  რომელიც გორში, ცოცხალი ლაბორატორიის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ხორციელდება.  შეხვედრის  შემაჯამებელი ნაწილი  კი დისკუსიას  მიეძღვნა.  სტუდენტებთან, არქიტექტორებთან, გარემოს დაცვის სპეციალისტებთან და სხვა დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელეთ საქართველოში, ურბანული განვითარების პროექტების განხორცილებისას,  მსგავსი მიდგომის გამოყენების მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და პოტენციალზე.