ვაკე ფასადებს მიღმა
სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა
17 ივნისს ცოცხალი ლაბორატორიის ოფისმა უმასპინძლა სტუდენტური ნამუშევრების გამოფენას „ვაკე ფასადებს მიღმა“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებმა ქალაქგეგმარების კურსის საკურსო პროექტები წარმოადგინეს, რომლებიც ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ არსებული კვარტლების ურბანულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს ასახავდა.
სტუმრებთან ერთად ვიმსჯელეთ საპროექტო არეალის გამოწვევებზე, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალთან მის მსგავსებებსა და განსხვავებებზე, ასევე არსებული გამოწვევების გზებზე.