გმადლობთ დღის გაფერადებისთვის!

ერთად დავხატეთ ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის წარმოსახვითი მომავალი
27 ივლისს, 12:00 საათზე ცოცხალი ლაბორატორიის ოფისი ძვირფას სტუმრებს ელოდა. ჩვენ სამეზობლოს პატარებისთვის უნდა გვემასპინძლა! საინტერესო ნამუშევრების შესაქმნელად ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, პასტელები და ფურცლები უკვე მომარაგებული გვქონდა. რაც უფრო ახლოვდებოდა დათქმული დრო ღელვა გვემატებოდა. ვიცოდით, რომ ბევრი ბავშვი უკვე დასასვენებლად იყო წასული, თან დილიდან ძლიერად წვიმდა. ბედი არ გინდა!  
ღელვამ დიდხანს არ გასტანა. კარში დემეტრე გამოჩნდა. მოგვიანებით მისი უმცროსი ძამიკო და კიდევ ერთი დემეტრე შემოგვიერთდა. ანას და თედოსაც ვუმასპინძლეთ, რომლებმაც ჩვენ სივრცეს გულგრილად გვერდი ვერ აუარეს გვერდი და ჩვენთან ერთად არაერთი ნამუშევარი შექმნეს. 
ცოცხალი ლაბორატორიის გუნდის სახელით განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ პატარებს, მათ მშობლებს და ბებია-ბაბუებს დღის გაფერადებისთვის და უბნის განვითარებასთან დაკავშირებული იდეებისა და სურვილების გაზიარებისთვის!